შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ხ. სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, გიორგი ხ-ს პირადი ჩხრეკისას, 2 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,016 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით გიორგი ხ-ს სისხლში ბუპრენორფინის კვალი აღმოაჩნდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).