„ჟვანიას კადრები სოსო თოფურიძემ გაავრცელა“

  ჟვანიას საქმის სკანდალური ვიდეო მასალა შსს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო თოფურიძემ გაავრცელა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “ახალი თაობა” სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ეს ვიდეო შს სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო თოფურიძემ გაავრცელა, რომელიც ამჟამად თურქეთშია გადახვეწილი. მასზე ძებნაა გამოცხადებული. მას უამრავ საიდუმლო მასალაზე მიუწვდებოდა ხელი. ბევრი მათგანი თან აქვს წაღებული და საჭირო დროს გაავრცელებს კიდეც. ახლა რაში დასჭირდა ამ ვიდეოს გავრცელება, ძნელი სათქმელია. საეჭვოა, მას მოქალაქისა და პრეზიდენტის ამბის გადაფარვა სდომებოდა, როგორც ამას “ნაციონალები” ამტკიცებენ. თუ ეს ფირები მართლა მან გაავრცელა, მაშინ გამოდის, რომ “ნაციონალებს” უხდის სამაგიეროს, რომელიც, თავის მხრივ, თოფურიძის მხარდამჭერ განცხადებასაც კი არ აკეთებს,” – წერს “ახალი თაობა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები