საქართველოსა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვარზე ხიზილალით სავსე ავტომანქანა დააკავეს

200 კილოგრამი ხიზილალით სავსე ავტომანქანა დააკავეს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს ე.წ. საზღვარზე. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, კონტრაბანდისტები წითელი ხიზილალის საქართველოში გადატანას ცდილობდნენ.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ხიზილალით დატვირთული ავტომანქანა ცხინვალის რაიონში დააკავეს. ცხინვალის ე.წ. სასამართლომ კონტრაბანდისტები ადმინისტრაციული წესით გაასამართლა და მათ ჯარიმის გადახდა დააკისრა.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საბაჟო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ამოღებული ხიზილალა სკოლებს და საავადმყოფოებს გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები