“მნიშვნელოვანია ვარშავაში აღინიშნოს ის ყველაფერი, რაც საქართველომ გააკეთა ნატოსთვის და ნატომ საქართველოსთვის“

მნიშვნელოვანი იქნება, ვარშავაში აღინიშნოს ის ყველაფერი, რაც საქართველომ გააკეთა ნატოსთვის და ნატომ გააკეთა საქართველოსთვის – ამის შესახებ აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ელჩი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ აშშ-ს პოზიცია საქართველოს ნატოში ინტეგრაციისადმი მტკიცე და ურყევია.
“ჩვენი პოზიცია საქართველოს ნატოში ინტეგრაციისადმი მტკიცე და ურყევია. ამას მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ დიდი ინვესტიციაც გვაქვს განხორციელებული. ვგულისხმობ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს, ქართული მხარისთვის ტექნოლოგიური ცოდნისა და აღჭურვილობის გადაცემას და ა.შ.
მნიშვნელოვანი იქნება, ვარშავაში აღინიშნოს ის ყველაფერი, რაც საქართველომ გააკეთა ნატოსთვის და ნატომ გააკეთა საქართველოსთვის. ჩემი გამოწვევა თქვენთვის იმედის შენარჩუნებაა – მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი აქვს. მჯერა, რომ ამის სჯერა საქართველოს მოსახლეობასაც. სირთულეს წარმოადგენს ის, რომ ნატო 28 ქვეყნის ალიანსია და გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება. ვარშავაში ყურადღება უნდა გამახვილდეს რეალობაზე. შეიძლება სამიტზე გაკეთდეს მტკიცე პოლიტიკური განცხადება და აღინიშნოს ის პროგრესი, რომელიც საქართველოს უდავოდ აქვს ბოლო პერიოდში. მათ შორის, მნიშვნელოვანია საქართველოში წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა“,-აცხადებს იან კელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები