პაატა ზაქარეიშვილი: ოსები უფრო ენდობიან საქართველოს სახელმწიფოს, ვიდრე აფხაზური მოსახლეობა

ოსები უფრო ენდობიან საქართველოს სახელმწიფოს, ვიდრე აფხაზური მოსახლეობა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
“ოსები უფრო ენდობიან საქართველოს სახელმწიფოს, ვიდრე აფხაზური მოსახლეობა, თუმცა გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ერთი ასად გაიზარდა ჯანდაცვის მიმართ ინტერესი, როგორც აფხაზეთიდან, ისე განსაკუთრებით ცხინვალიდან. 40 წუთი სჭირდება მანქანას, რომ ცხინვალიდან ჩამოვიდეს თბილისში და მიიღოს სრულფასოვანი, არაკორუმპირებული მკურნალობა.
ოსებს იმდენად მოსწონთ საქართველოს ხარისხიანი, არაკორუმპირებული მკურნალობა, რომ ჩვენთან განაგრძობენ სამედიცინო დახმარების მიღწევას და არა ვლადიკავკაზში, ან სოჭში ან მოსკოვში. დიახ, ისინი თბილისში ჩამოდიან, რათა თავიანთი ჯანმრთელობა შეინარჩუნონ, ეს არის აშკარად ახალი ტენდენცია. ფულსაც უკვე აქეთ ხარჯავენ – ცხინვალის მოსახლეობის დიდი ნაწილი დასასვენებლად ჩამოდის აჭარის კურორტებზე”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, “საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის ფონზე აშკარად ხედავენ ისინი, რომ საქართველო არ არის მათთვის მტრული საზოგადოება“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები