20 მარტს ავთანდილ ბერიძის იმპიჩმენტის საკითხი დაისმება
უმაღლესი საბჭოს 20 მარტის სესიაზე ავთანდილ ბერიძის იმპიჩმენტის საკითხი დაისმება. ინიციატივა ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ბიუროს სხდომაზე დააყენეს და პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანეს.
ავთანდილ ბერიძის გადასაყენებლად საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ანუ 11 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ და, საკითხის ჩავარდის შემთხვევაში, ინიციატორს მისი ხელმეორედ დაყენების უფლება აღარ ექნება.