ხოხ გაგლოითი ინციდენტებზე რეაგირებისა და პრევენციის მექანიზმების ჯგუფში აღარ იმუშავებს

ხოხ გაგლოითი ინციდენტებზე რეაგირების და პრევენციის მექანიზმების სამუშაო ჯგუფში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დელეგაციას აღარ უხელმძღვანელებს. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ამის შესახებ გაგლოითიმ ჟურნალისტებს ერგნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
გაგლოითი ამ დელეგაციას 2012 წლიდან ხელმძღვანელობს მას შემდეგ, რაც პოსტკონფლიქტური მოგვარების საკითხებში ე.წ. პრეზიდენტის პოლიტიკურ წარმომადგენლად დაინიშნა. გაგლოითის თქმით, ის ამ პოსტს ვადის ამოწურვის გამო ტოვებს და მას არა აქვს ინფორმაცია შემცვლელის ვინაობის შესახებ.
წინასწარი ინფორმაციით, ხოხ გაგლოითის შემცვლელის ვინაობა ერგნეთის მომდევნო შეხვედრაზე გახდება ცნობილი, რომელიც 26 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები