რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამნაღმველებს გააგზავნის

უახლოეს მომავალში რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გამნაღმველთა ჯგუფს გააგზავნის. ამის შესახებ, სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა ვლადიმერ პუჩკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი თხოვნით მას ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელმძღვანელობამ მიმართა.
როგორც პუჩკოვმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანთან, ანატოლი პლიევთან შეხვედრაზე განაცხადა, პირველ ეტაპზე ოკუპირებულ რეგიონში შემსწავლელი ჯგუფი გაიგზავნება, რომელიც სამუშაოების გეგმას და დაგეგმილ სამუშაოთა ოდენობას განსაზღვრავს.
პუჩკოპვის თქმით, განაღმვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან ერთობლივად განხორციელდება და ამისთვის სპეციალისტებიც და შესაბამისი ტექნიკაც არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები