ფასანაური-გუდაურის გზის მონაკვეთი დღის ბოლომდე გაიხსნება

  საავტომობილო გზების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ზაზა აგულაშვილის ინფორმაციით, ფასანაური-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი დღის ბოლომდე გაიხსნება.
მისი თქმით, გზის სრული გაწმენდა დღის ბოლომდე დასრულდება.
“საავტომობილო გზა ცალმხრივად გავხსენით და მოხდა გუდაურიდან იმ ხალხის გამოყვანა, რომელთა გამოყვანაც გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა. ახლა მიმდინარეობს გზის სრული გაწმენდა, რომელიც დღის ბოლომდე დასრულდება. ამჟამად ის მონაკვეთები იწმინდება, სადაც ზვავი ჩამოწვა”, – განაცხადა აგულაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები