პრემიერ-მინისტრი ზურაბ წერეთლის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მოქანდაკის, მხატვრისა და არქიტექტორის, ზურაბ წერეთლის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილი ხელოვანის ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრა.

ზურაბ წერეთელი 22 აპრილს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პრემიერ-მინისტრი სამოქალაქო პანაშვიდზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები