ირაკლი კაკაბაძე: თემურ ალასანიასთან ერთად უკრაინაში ბუტის ჯგუფი იმყოფებოდა
ამერიკელ კერძო გამომძიებელთა ჯგუფმა გამოარკვია, რომ თემურ ალასანიასთან ერთად კრიზისის დროს უკრაინაში იმყოფებოდა იარაღით მოვაჭრე ცნობილი ვიქტორ ბუტის ჯგუფის დაახლოებით 50-მდე წევრი, რომელთა უმრავლესობაც შეიარაღებული გადაადგილდებოდა, – ამის შესახებ უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში საუბრობს.
როგორც კაკაბაძე აცხადებს, გავრცელებული ინფორმაციით, “უცნობი სნაიპერები” ბუტის ჯგუფის წევრები იყვნენ. მისივე თქმით, ალასანია-ბუტის დაჯგუფება ტრანსნაციონალური ორგანიზაციაა. ბუტის დაჯგუფებამ გაანადგურა ის ნივთმტკიცებები, რომლებიც მათი ბოსის წინააღმდეგ იყო მიმართული.
“მათი პოლიტიკური ორიენტაცია როგორც დემონსტრანტებისთვის, ასევე “ბერკუტისათვის” გაურკვეველი დარჩა – ისინი ხან ერთ მხარეს დგანან, ხან მეორე მხარეს, ხოლო 22 თებერვლის საბედისწერო ღამეს ეს ჯგუფი გაუჩინარდა,” – აცხადებს ირაკლი კაკაბაძე.