"საქართველო უკვე ცოტა მეტია, ვიდრე მაპის მიღების კანდიდატი"

  “ობიექტურად თუ შევაფასებთ, საქართველო უკვე ცოტა მეტია, ვიდრე მაპის მიღების ღირსეული კანდიდატი”, – ამის შესახებ “ფორინპოლისი” სტატიას აქვეყნებს. “საქართველო უკვე მზადაა მაპის მისაღებად. გარდა იმისა, რომ ქართველებს ნამდვილად გამორჩეული წვლილი შეაქვთ ავღანეთის მისიაში, რომ არაფერი ვთქვათ საქართველოს ბოლო გადაწყვეტილებაზე, შეუერთდეს ევროკავშირის სამშვიდობო მისიას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, უკვე დაიწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების ინტეგრირება ნატოს 25000-იანი სწრაფი რეაგირების ძალებში. საქართველოში უკანასკნელი სტუმრობის დროს, ნატოს სამხედრო კომიტეტმა – ალიანსის უმაღლესმა სამხედრო ორგანომ შეაქო საქართველო და მხარდაჭერა აღუთქვა მას ქვეყანაში მიმდინარე თავდაცვის რეფორმების განხორციელებაში. აშშ-ში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოუწოდა ატლანტიკურ ალიანსს, აღიაროს საქართველოს წინსვლა მიმდინარე წლის ბოლოს ბრიტანეთში დაგეგმილ ნატოს სამიტზე მისთვის მაპის მინიჭებით. როგორც თეთრი სახლის ადმინისტრაციამ, ისე კონგრესის ორპარტიულმა ჯგუფმა დაადასტურეს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოსათვის მაპის მინიჭებას,” – აღნიშნულია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები