მექსიკელი მეთევზეები ღია ზღვაში 4 დღის განმავლობაში მაცივრით ცურავდნენ
ორმა მექსიკელმა მეთევზემ ღია ზღვაში ოთხი დღე გაატარა. ისინი სანაპიროდან 100 კილომეტრში იმყოფებოდნენ და პენოპლასტისგან დამზადებული თვითნაკეთი მაცივრით დაცურავდნენ. მეთევზეები ასე ცდილობდნენ თავის გადარჩენას მას შემდეგ, რაც შტორმის შედეგად მათი ნავი ჩაიძირა. ამის შემდეგ ისინი იძულებულები იყვნენ თვითნაკეთ მაცივარში გადამსხდარიყვნენ, რომელიც თევზის შესანახად გამოიყენებოდა. უჩვეულო სატრანსპორტო საშუალების მგზავრები მექსიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის წარმომადგენლებმა გადაარჩინეს. სამხედროებმა მეთევზეებს წყალი და საკვები მისცეს, რის შემდეგაც ისინი წითელ ჯვარს გადასცეს.