ლუსი – 10 მილიარდ ტრილიონ ტრილიონი კარატის კოსმოსური ალმასი

ლუსი – კოსმოსის ალმასია, რომელიც ოდესღაც ისევე ანათებდა, როგორც მზე, თუმცა, შემდეგ გაფერმკრთალდა და შეიკუმშა. მას მოხუცი ვარსკვლავის დაპრესილი გული აქვს და დედამიწიდან 50 სინათლის წლის მანძილითაა დაშორებული კენტავრის თანავარსკვლავედის მიმართულებით.12023270_418348211693903_1617722843_n

ასტრონომებმა ვარსკვლავს “ლუსი” შეარქვეს, ჯგუფ “ბითლზების” სიმღერის “Lucy in the Sky with Diamonds”-ის პატივსაცემად.

კოსმოსური ალმასი კრისტალიზირებული ნახშირბადია, რომლის დიამეტრი 4000 კილომეტრს აღწევს და რომელიც, როგორც ასტრონომმა ტრევის მეტკაფმა თქვა, „ამ ალმასის შესაფასებლად მზის ზომის ოქრომჭედლის ლუპა დაგჭირებოდათ“ .

ალმასის ვარსკვლავი მთლიანად აღემატება დედამიწაზე არსებულ ალმასს – 546-კარატიან ოქროს „გოლდენ ჯუბილის“, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ქვიდან ამოჭრეს.

სინამდვილეში, ამ უზარმაზარ კოსმოსურ ალმასს ოფიციალურად BPM 37093 ეწოდება და კრისტალიზირებული თეთრი ჯუჯა ვარსკვლავია.

თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი კი, ის გავარვარებული ბირთვია, რომელიც ვარსკვლავის საწვავის ამოწურვისა და სიკვდილის შემდეგ რჩება და უმეტესად, ნახშირბადისგან შედგება. 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ასტრონომები ფიქრობდნენ, რომ თეთრი ჯუჯის შიდა ნაწილები კრისტალიზებული იყო, თუმცა ამის პირდაპირი მტკიცებულება სულ ახლახანს გახდა ცნობილი.

გამოაშკარავდა, რომ თეთრი ჯუჯა არა მხოლოდ კაშკაშაა, არამედ გიგანტური გონგის (აზიური დასარტყამი ინსტრუმენტი) მსგავს ხმებს გამოსცემს და მუდმივ პულსაციებს განიცდის.12023208_418348215027236_1008524538_n

„ამ პულსაციების გაზომვით ჩვენ შევძელით, შეგვესწავლა თეთრი ჯუჯის დამალული ინტერიერი, ზუსტად ისე, როგორც მიწისძვრების სეისმოგრაფიული გაზომვები გეოლოგებს საშუალებას აძლევს, შეისწავლონ დედამიწის ინტერიერი. ჩვენ გამოვთვალეთ, რომ ამ თეთრი ჯუჯის ნახშირბადის ინტერიერი მყარია და ამის გამო ის გალაქტიკაში არსებული ყველაზე დიდი ალმასია“, – ამბობს ასტრონომი მეტკაფი, ჰარვარდ-სმიტსონიანის ასტროფიზიკის ცენტრიდან.

ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ჩვენი მზეც თეთრი ჯუჯა გახდება, როდესაც ის დაასრულებს სიცოცხლეს 5 მილიარდი წლის შემდეგ. სიკვდილიდან 2 მილიარდი წლის შემდეგ მზის ბირთვი კრისტალიზირდება და მზის სისტემის ცენტრში უზარმაზარ ალმასს დატოვებს.

„ჩვენი მზე გახდება ალმასი, რომელიც ნამდვილად სამარადჟამო იქნება“, – ამბობს მეტკაფი.

 სპეციალურად “კვირასთვის” – ბექა მამუკაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები