ალასკის სანაპიროსთან 25 სელაპის დაღუპვის ფაქტის გამოძიება მიმდინარეობს
აშშ-ს თევზისა და ველური ცხოველების სამსახური ალასკის სანაპიროსთან 25 სელაპის დაღუპვის ფაქტს იძიებს. მკვდარი ცხოველები პლაჟზე ერთ-ერთმა პირმა აღმოაჩინა და ამის შესახებ სამხედრო ბაზის წამომადგენლებს შეატყობინა. მათ კი ეს ინფორმაცია შესაბამის სამსახურს გადასცეს.
ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა 25 მკვდარი სელაპი აღმოაჩინეს. ზოგიერთ მათგანს თავები ჰქონდა მოკვეთილი, ზოგს კი ეშვები არ ჰქონდა. ამჟამად ველური ცხოველების სამსახური იძიებს, ჰქონდა თუ არა ადგილი ბრაკონიერობის ფაქტს და ვინ დახოცა სელაპები. სელაპებზე ნადირობა ხშირად მათი ეშვების გამო ხდება, რომლებისგანაც საიუველირო ნაკეთობებს აწარმოებენ.
ამასთან, სპეციალისტები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ ცხოველები რაიმე სხვა მიზეზით დაიხოცნენ და ისინი ოკეანემ ნაპირზე გამორიყა.