ამერიკელი ასტრონომები: ქალწულის თანავარსკვლავედში ძლიერი აფეთქებაა მოსალოდნელი
ამერიკელმა ასტრონომებმა ორი მასიური „შავი ხვრელის“ შეჯახების შედეგად ძლიერი აფეთქების შესაძლებლობა გათვალეს. მეცნიერების გაანგარიშებით, „შავი ხვრელები“ ერთმანეთს ქალწულის თანავარსკვლავედში მილიონი წლის შემდეგ შეეჯახებიან.
ჟურნალ Nature-ის ცნობით, აფეთქების შედეგად 100 მილიონჯერ მეტი ენერგია გამოიყოფა, ვიდრე „უახლესი“ ვარსკვლავის აფეთქების დროს.
ეს „შავი ხვრელები“ ასტრონომებმა 2015 წლის იანვარში აღმოაჩინეს. დაახლოებით ხუთ წელიწადში ერთხელ ერთიმეორის გარშემო ბრუნს აკეთებს. თანდათანობით ეს ტრაექტორია მცირდება, რასაც შეჯახება მოყვება.