გიორგი კვირიკაშვილი თამარ ბერუჩაშვილის პასუხს ელოდება

საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თამარ ბერუჩაშვილის პასუხს ელოდება. ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ბერუჩაშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით განუცხადა.
„გვქონდა საუბარი. ველოდები პასუხს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის წარდგენისას განაცხადა, თუ სად გააგრძელებს ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი საქმიანობას, ამას ახალი მინისტრი გადაწყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები