„384 დევნილ ოჯახს ბინები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა“
საქართველოს პრემიერ – მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 384 დევნილ ოჯახს ბინები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა. აღნიშნული განცხადება პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოსთვის ეკონომიკისა და ლტოლვილთა მინისტრებს მადლობა გადაუხადა.
2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 10 ათასმა დევნილმა ოჯახმა მიიღო.