გიორგი კვირიკაშვილი: აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება შეუძლებელია

მიუხედავად ოკუპაციისა, რუსეთთან დიალოგის ფორმატი, მათ შორის, აბაშიძე-კარასინის კომუნიკაცია, აუცილებელია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “მოამბეს” ეთერში განაცხადა
“აბაშიძე-კარასინის ფორმატში განიხილება ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხები. ამ ფორმატის გაფართოება, მე მგონი, შეუძლებელია, იმიტომ, რომ იმის იქით არის პოლიტიკური საკითხები და ამისთვის არის ჟენევის ფორმატი, რომელიც მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, შევინარჩუნოთ და უფრო ეფექტური გავხადოთ. ოკუპაციის პირობებში უნდა გვქონდეს თუ არა აბაშიძე-კარასინის ფორმატი? _ ვფიქრობ, ამ ფორმატმა გარკვეული შედეგები გამოიღო, თუმცა ილუზიები არ უნდა გვქონდეს, რომ 1-2 დღეში მნიშვნელოვანი პრობლემები გადაწყდება. როდესაც ადამიანი თუნდაც ყველაზე რთულ ოპონენტს არ ელაპარაკება და გადის ურთიერთობებიდან, ამით პრობლემები მხოლოდ და მხოლოდ ღრმავდება. ყველაზე მძიმე ოპონენტთან კომუნიკაციაში ყოფნა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე კომუნიკაციიდან გასვლა. ამიტომ გვაქვს ჩვენ ეს ფორმატები და ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივიღებ კრიტიკას, რომ ეს ფორმატები არ უნდა იყოს და ა.შ. განსაკუთრებით საუბარია აბაშიძე-კარასინის ფორმატზე, ვფიქრობ ეს ფორმატი აუცილებლად შესანარჩუნებელია”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები