ეკა ბესელია მთავრობის ანგარიშზე: პროგრესს დაინახავ თუ მტრულად განწყობილი არ ხარ
პროგრესს დაინახავ თუ მტრულად განწყობილი არ ხარ, – ასე ეხმაურება პარლამენტში წარდგენილ მთავრობის საქმიანობის ანგარიშს უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია.
ბესელია ფიქრობს, რომ ანგარიშში მოყვანილი ინფორმაცია სწორია და რეალობას ასახავს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმდჯომარე აცხადებს, რომ ეკონომიკურ წინსვლასთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტები ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს აქვთ.
“ანგარიში ეხება ყველა თემას,სხვა საკითხია ვის მოსწონს არგუმენტი და ვის არა. თუ ვსაუბრობთ ეკონომიკურ პარამეტრებზე, ეკონომისტებს აქვთ არგუმენტები და რეალობას ყველანი ვხედავთ. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, მე შემიძლია ვისაუბრო ადამიანების უფლებების სტანდარტებზე – აქ არის პროგრესი და თუ მტრულად არ ხარ განწყობილი ამ პროგრესს დაინახავ,”, – აცხადებს ეკა ბესელია.