საგარეო უწყება დე-ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენელთა იტალიაში “ოფიციალურ ვიზიტს” ეხმაურება

იტალიის საგარეო უწყება და საქართველოს საელჩო იტალიაში, ქ.ბარში, ფიერადელ ლევანტეს გამოფენაზე, ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად წარდგენას გმობს, – ამის შესახებ “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყებაში ამბობენ, რომ მომხდარი კერძო პირების ბრალია და იტალიის მთავრობა საქმის კურსში არ იყო.
“საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩო იტალიაში ძალიან მალე დააფიქსირებს საკუთარ დამოკიდებულებას მომხდარის მიმართ. რა თქმა უნდა, იტალიის მხარეც აუცილებლად დააფიქსირებს უცვლელ დამოკიდებულებას. ისინი ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს აღიარებენ. მართალია, იტალიის პრემიერ-მინისტრმა გახსნა გამოფენა, მაგრამ რაც მოხდა, ცალკეული პირების ბრალია და მას ამის შესახებ ინფორმაცია არ ექნებოდა”, – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
იტალიაში, ქ. ბარში გამართულ გამოფენაზე ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად არის წარმოდგენილი, – ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს, სადაც წერენ, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.“
ამავე ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი და ე.წ. პალატის სხვა წარმომადგენლები.
ფიერადელ ლევანტეს გამოფენაზე 2 ათასამდე იტალიური და უცხოური კომპანია საკუთარ პროდუქციას წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები