თინა ხიდაშელი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ევროპაში მესამე დღეა გრძელდება. დღეს ესტონელ კოლეგასთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, თინათინ ხიდაშელს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარინა კალიურანდმა უმასპინძლა და საქართველოს დელეგაცია ოფიციალურ სადილზე მიიპატიჟა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარინა კალიურანმა თინათინ ხიდაშელს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და მის მისწრაფებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
„ქალბატონი მარინა საქართველოს ძალიან დიდი ხნის მეგობარია. როდესაც იგი ვაშინგტონში ესტონეთის ელჩი იყო საქართველოსთან მიმართებაში ყველაზე ხმამაღალი განცხადებებით გამოირჩეოდა. ჩვენ სწორედ იქ გავიცანით ერთმანეთი. შეხვედრაზე მისგან მივიღეთ სრული მხარდაჭერა და პირობა, რომ სწორედ იმავე პათოსით და განწყობით გააგრძელებს საქართველოს თანადგომას უკვე თავის ახალი თანამდებობიდან, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები