ზურაბ ტყემალაძე: კახელ მევენახეებს ტრიბუნას დღესვე დავუთმობთ

მზად ვართ, კახელ მევენახეებს სხდომის ტრიბუნა დავუთმოთ და მათი უკმაყოფილების მიზეზები მოვისმინოთ, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც კომიტეტი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას დაასრულებს, კახეთიდან ჩამოსული გლეხების მოსმენა დაიწყება.
“მათ მევენახეთა მოსმენა დღის წესრიგის პირველ საკითხად მოითხოვეს. კომიტეტის დღის წესრიგით სხვადასხვა საკითხების განხილვაა დაგეგმილი და ჩვენ პარლამენტში მევენახეთა მოსვლის თაობაზე არანაირი წინასწარი ინფორმაცია არ გვქონია. ბუნებრივია, თუკი მათი მოსმენა დღის წესრიგში წინასწარ გაიწერებოდა, სათანადოდ მოვემზადებოდით და კომიტეტზე მოწვეულნი იქნებოდნენ ის პირები, რომლებმაც მევენახეებს პასუხი უნდა გასცენ. თუმცა, ჩვენ მზად ვართ, მათი უკმაყოფილების თაობაზე მოვისმინოთ”, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები