მთავრობა უახლოეს დღეებში პარლამენტს სამთავრობო პროგრამების შესრულების ანგარიშს გადაუგზავნის
მთავრობა უახლოეს დღეებში პარლამენტს სამთავრობო პროგრამების შესრულების ანგარიშს გადაუგზავნის,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
ჩაფიძის განცხადებით, ანგარიშის მეშვეობით მოსახლეობა ბევრ სასიკეთო ინფორმაციას მიიღებს იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა მთელ ქვეყანაში. ჯერჯერობით ცნობილი არ არის შეხვედრა კითხვა პასუხის თუ უბრალოდ მოსმენის რეჟიმში წარიმართება.
„ სამთავრობო პროგრამების შესრულების ანგარიში პარლამენტში მიმდინარე კვირაში შევა. პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის თანახმად, არ არის გაწერილი, თუ ვინ უნდა წარმოადგინოს ანგარიში პარლამენტის წინაშე, თუმცა ჩვენ ვისურვებდით, რომ ეს პრემიერმა წარადგინოს. საქართველოს მოსახლეობა შეიტყობს ბევრ სასიკეთო ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა მთელ ქვეყანაში. უფრო მეტი ადამიანს ეცოდინება, თუ რა წარმატებულად იმუშავა გასულ წელს მთავრობამ. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს სათქმელი და სამწუხაროა, რომ მოსახლეობას მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვს. რაც შეეხება ანგარიშის განხილვას, ბიუროს სხდომაზე გადაწყდება, იქნება ეს კითხვა- პასუხის ფორმატში თუ უბრალოდ მოსმენა მოხდება“,- განაცხადა ელისო ჩაფიძემ.