ოთარ დანელია ავსტრიისა და ბელგიის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ავსტრიისა და ბელგიის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი მიზანი საქართველოში აგრარულ დარგში ინვესტირების პოტენციალის გაცნობა, ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურება და ბიოწარმოების ერთობლივი განვითარების პერსპექტივების განხილვა იყო.
მინისტრმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.
ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების ფუნქციონირებასა და მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და საექსპორტო პოტენცილის მქონე 21 სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე გაამახვილა ბიზსესსექტორის წარმომადგენლების ყურადღება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.