ლატვიისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები გიორგი კვირიკაშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ

ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი გიორგი კვირიკაშვილს მისალოც წერილს უგზავნის და იმედს გამოთქვამს, რომ ლატვიასა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
„ვსარგებლობ შემთხვევით და გარწმუნებთ, რომ ლატვია კვლავაც მხარს დაუჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვას“, – ნათქვამია წერილში.
გიორგი კვირიკაშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკიც.
მიროსლავ ლაიჩაკი აღნიშნავს, რომ სლოვაკეთი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობებს და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები