ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

 

ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დანიელ მიტოვი გიორგი კვირიკაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს და მომავალ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.

„ამ თანამდებობაზე ისეთი გამოცდილი პროფესიონალის დანიშვნა, როგორიც თქვენ ბრძანდებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანამიმდევრულობაზე მეტყველებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება“, – ნათქვამია დანიელ მიტოვის წერილში, სადაც ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავისი ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასთან მიმართებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები