თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა საქმინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, უსაფრთხოების მიზნით, შეუძლიათ ცხელ ხაზს ან შესაბამის სამსახურებს დაუკავშირდნენ.

“თურქეთის რესპუბლიკაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, თურქეთში საქართველოს საელჩო მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გამოიჩინონ სიფრთხილე, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე +905336903040. მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში მგზავრობის ან იქ ყოფნის პერიოდში გაითვალისწინონ თურქეთის შესაბამისი სამსახურების მიერ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული გაფრთხილებები”, – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო უწყების ზემოაღნიშნული განცხადება ქურთებსა და თურქეთის არმიას შორის ბოლო ხანს განსაკუთრებით დაძაბულ ვითარებას უკავშირდება.

გუშინ თურქეთის სახმელეთო ჯარები ერაყში ქურთების წინააღმდეგ საბრძოლველად შევიდნენ, რასაც წინ უძღვოდა თურქეთის არმიის მიერ  “ქურთების მუშათა პარტიის” პოზიციებზე ავიაიერიშებით შეტევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები