შს მინისტრმა ისრაელის ელჩს უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ისრაელის სახელმწიფოს ელჩ იუვალ ფუქსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
მინისტრმა ფუქსს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და ინიციატივები გააცნო. მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობისა და მისი გაღრმავების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს. ასევე განიხილეს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ისრაელის მხარესთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ურთიერთთანამშრომლობის პროგრამა და მის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები