ხოსე მანუელ გარსია მარგაიო გიორგი კვირიკაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას ულოცავს
ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრი ხოსე მანუელ გარსია მარგაიო გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას ულოცავს და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წინაშე არსებული გამოწვევებთან ბრძოლაში წარმატებებს უსურვებს.
„დარწმუნებული ვარ, გავაგრძელებთ იმ ბრწყინვალე ურთიერთობასა და თანამშრობლობას, რაც დიდი ხანია ესპანეთსა და საქართველოს აკავშირებს. საერთო ფასეულობები, რომელიც ჩვენი ხალხის წინსვლის საფუძველია, ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის წარმატებას“, – ნათქვამია მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ ვიცეპრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს გასულ წელს ესპანეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმის მიმდინარეობისას შეხვდა, რის შემდეგაც მინისტრებს შორის მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა.