აპირებს თუ არა პოლიტიკოსობას – პაატა ბურჭულაძე კომენტარს აკეთებს
ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მოსვლის საჭიროებას ვერ ხედავს, თუმცა არ მალავს რომ, მას პოლიტიკური წრეებიდან შემოთავაზება ჰქონდა.
როგორც პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, მას პოლიტიკოსებთან ამ ეტაპზე კონსულტაციები არ აქვს.
„მაგას არ ვმალავ, როდის დადგება ეგ დღე, არ ვიცი, მაგრამ თუ დადგება, აუცილებლად მოვალ. დღეს ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. პოლიტიკოსებთან არავითარი კონსულტაციები არ მაქვს “,-ამბობს ბურჭულაძე.
ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი საქართველოში მოგზაურობს და მახათას მთაზე მიმდინარე ტაძრის მშენებლობის შესახებ მოსახლეობას ანგარიშს აბარებს.