დევიდ კრემერი: ბუშის პოლიტიკის პრობლემა საქართველოსთან მიმართებაში ის იყო, რომ ახლო ურთიერთობები ჰქონდა ქვეყნის ხელმძღვანელებთან

ბუშის პოლიტიკის პრობლემა საქართველოსთან მიმართებაში იყო ის, რომ ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა თვითონ ხელმძღვანელობასთან – ამის შესახებ ადამიანის უფლებების საკითხებში მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა დევიდ კრემერმა სასტუმრო “რუმსში” მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
“მე ვმუშაობდი ბუშის ადმინისტრაციაში ძალიან ბევრი წლის განმავლობაში. ბუშის პოლიტიკის პრობლემა საქართველოსთან მიმართებაში იყო ის, რომ ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა თვითონ ხელმძღვანელობასთან. ეს იყო ბუში-სააკაშვილი. ახლა არ არსებობს არანაირი პოლიტიკა. ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავედით. ამერიკამ ეს უნდა გამოასწოროს. ჩვენ უნდა გამოვხატოთ მეტი დაინტერესება ამ რეგიონის – არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნების მიმართ. სამწუხაროდ, დასჭირდა ისეთი მძიმე მოვლენები, როგორც უკრაინის ტრაგედიაა, რომ ამერიკას რაღაც ინტერესი გამოეჩინა ამ რეგიონის მიმართ”,- აღნიშნა კრემერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები