თინა ხიდაშელი: ჩემი ნება რომ იყოს, ბიძინა ივანიშვილს დავაბრუნებდი ქართულ აქტიურ პოლიტიკაში
ჩემი ნება რომ იყოს, ბიძინა ივანიშვილს დავაბრუნებდი ქართულ აქტიურ პოლიტიკაში, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გორში მდებარე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა პირველი გამოშვების საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ხიდაშელი ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების მომხრეა.
„ჩემი ნება რომ იყოს, ბიძინა ივანიშვილს დავაბრუნებდი ქართულ აქტიურ პოლიტიკაში. ვფიქრობ, ის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო იყო, რაც ჩვენს ქვეყანას ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლებაში უნახავს. თუმცა, თავისთავად, ის ფაქტი, რომ ადამიანს აქვს გავლენა, მის მიმართ არის პატივისცემა, ეს ძალიან ნორმალურია. ეს პრაქტიკულად ყველგან ხდება, სადაც არსებობენ გავლენიანი ადამიანები. ბიძინა ივანიშვილი ჩემდა სამწუხაროდ არ არის თანამონაწილე გადაწყვეტილების მიღების პროცესის და მან ყველაზე კარგად იცის, რას ნიშნავს არაფორმალური მმართველობის ბოროტება“, – აცხადებს თინათინ ხიდაშელი.