აშშ-ის ევროპის არმიის სარდალი: მომავალ წელს საქართველოში დაგეგმილ წვრთნებში ჩვენს მონაწილეობას გავზრდით
მომავალ წელს დაგეგმილ წვრთნებში ჩვენს მონაწილეობას გავზრდით, – ამის შესახებ აშშ-ის ევროპის არმიის სარდალმა, ბენ ჰოტჯესმა თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.
“მომავალ წელს დაგეგმილ წვრთნებში ჩვენს მონაწილეობას გავზრდით, განვიხილავთ უფრო მეტი სამხედროს გამოგზავნის შესაძლებლობას, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ქართველი მეთაურის ბრძანებები შეასრულონ, რაც, რა თქმა უნდა, ნდობის დემონსტრირებაა”, – აღნიშნა ბენ ჰოტჯესმა.
თბილისის საერთაშორისო კონფერენციას მაღალი რანგის პირები, ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, აშშ-ის, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური, დიპლომატიური, აკადემიური და ექსპერტული წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.