„ეთიკურად არასწორმა გამონათქვამებმა დეპუტატებს შორის უხერხულობა შექმნა“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი თამაზ მეჭიაურისა და “რესპუბლიკელების” დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა. სესიაშვილმა ყველას მოუწოდა, რომ ეთიკური ნორმების ზღვარს არ გადასცდნენ.
კითხვაზე, უმრავლესობის წევრებს შორის გამოთქმული კრიტიკა მიუთითებს თუ არა კოალიციაში დაპირისპირებაზე, როგორც სესიაშვილმა განაცხადა, ეს კოალიციის ერთობას ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს.
“ხანდახან პოლიტიკოსებს მოვლენების მიმართ სხვადასხვა წარმოდგენა აქვთ. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას უნდა მოვუწოდო, რომ ეთიკური ნორმების ზღვარს არ გადავცდეთ. ამიტომ სასურველია, მოვექცეთ პოლიტიკური დისციპლინის ქვეშ, რაც ჩვენს საზოგადოებაში გარკვეულ გაღიზიანებას არ გამოიწვევს. ნებისმიერ შემთხვევაში, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ნებისმიერი არაეთიკური მიდგომები, საერთო ჯამში, მთლიანად საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ინტერესებს ავნებს. ეს მიუღებელია. ამაზე ყველა ვთანხმდებით. თუმცა, ეს არ უნდა გადაიზარდოს გარკვეულ უთანხმოებაში და ამის ნიშნები არანაირად არ არსებობს. კოალიცია ისეთივე ერთიანია, როგორც აქამდე იყო. დანარჩენი, დეპუტატებს შორის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, ესეც ნორმალურად მიმაჩნია”, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
ხალხი იმიტომ მლოცავს, რომ “რესპუბლიკელები” მლანძღავენ, – ამის შესახებ გაზეთ “კვირის პალიტრას” დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა.
მისი თქმით, “ენ-ჯე-ოშნიკობა” უზნეობა არ არის, მაგრამ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ქვეყანას ზიანს აყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები