პუტინმა ცენტრალური ოლქის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ცენტრალური სამხედრო ოლქის შეიარაღებული ძალების სრული საბრძოლო მზადყოფნის შესახებ ბრძანება გასცა. მან ასევე სამხედრო მდგომარეობის პირობებში ვაჭრობის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროს მუშაობის შესაძლებლობა უნდა შეისწავლოს.
მოულოდნელი შემოწმების შესახებ თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა. მისი ინფორმაციით, წვრთნები 7-დან 12 სექტემბრამდე გაგრძელდება.
პირველ დღე-ღამეში ყურადღებას გაამახვილებენ „დროებით ნორმატივებზე“ და დადგენილი საბრძოლო მომზადების დონის ღონისძიებების შესრულებაზე. მოგვიანებით წვრთნები პოლიგონზე გაიმართება, სადაც სადესანტო ძალების გადასროლის და უცხო ტერიტორიაზე გადმოსხმის წვრთნები გაიმართება.
წვრთნების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უცხოეთის დიპლომატიურ მისიებს აცნობა.
გასულ წელს რუსეთის ტერიტორიაზე, საერთო ჯამში, 3 500 სამხედრო წვრთნა გაიმართა.