პრემიერ-მინისტრმა საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანია ELBIT Systems-ის ხელმძღვანელებთან ერთად საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.
როგორც პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საწარმოში მაღალ ტექნოლოგიური მასალებისგან დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის ნაწილები, რომელიც მთლიანად ექსპორტზე გავა
„ჩემთვის დიდი პატივია ამ ღონისძიებაზე ყოფნა, ვინაიდან, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება საქართველოში და მეორე ის, რომ ამ პროექტს ჩვენს ებრაელ მეგობრებთან ერთად ვახორციელებთ. დღეს საქართველოში საფუძველი ეყრება ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, პირველად საქართველოში საერთაშორისო მნიშვნელობის საავიაციო ნაწილების საწარმო შენდება, რომლის ღირებულება იქნება 85 მილიონი დოლარი. საწარმოში მაღალ ტექნოლოგიური მასალებისგან დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის ნაწილები, რომლის მომხმარებლები იქნებიან ისეთი გიგანტები როგორიცაა „ბოინგი“ „ბომბარდიერი“ და „ეარბასი“. ამ საწარმოში წარმოებული პროდუქცია, რა თქმა უნდა, მთლიანად ექსპორტზე გავა. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც საქართველოს საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანიის ELBIT Systems – Cyclone-ის პარტნიორობით ხორციელდება. ELBIT Systems მსოფლიოში ცნობილი კომპანია გახლავთ. ის მრავალმილიარდაინი კომპანიაა, რომელიც თავდაცვითი სისტემების მიმწოდებელია, ისეთი წამყვანი ქვეყნებისთვის, როგორიცაა: აშშ, კანადა და დიდი ბრიტანეთი. ძალიან მიხარია, რომ ასეთი კომპანიის პრეზიდენტი დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება და მე მინდა მივესალმო მას განსაკურთრებულად. ეს არის ჩვენთვის გამოცხადებული ნდობის დემონსტრირება და მე მადლობას გიხდით ამისთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები