გიორგი მარგველაშვილი: ევროპული სტაბილურობა და უსაფრთხოება ღია საკითხად რჩება

რუსი პოლიტიკოსები თვლიან, რომ ამ ქვეყანაში საკითხების გადაჭრა ნებისმიერი ფორმით შეუძლიათ, და მათ შორის არის სამხედრო გზა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპული სტაბილურობა და უსაფრთხოება ღია საკითხად რჩება. ამასთან, გიორგი მარგველაშვილის თქმით, ასეთი კონფერენციის ჩატარება ქვეყანაში მნიშვნელოვანია.
“ლოგიკურია, რომ დღეს ეს ღონისძიება საქართველოში ტარდება. ქვეყანაში, სადაც 6 წლის წინ ევროპის სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ეს იყო 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთის რეგულარული ჯარი დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შემოიჭრა, დღეს კი ევროპული სტაბილურობა და უსაფრთხოება ღია საკითხად რჩება. მოსკოვიდან აშკარა და გაცხადებული გზავნილი მოდის საგარეო პოლიტიკის კუთხით, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის მეზობლები რუსეთის ფედერაციის ინტერესის ზონაში იმყოფებიან. რუსი პოლიტიკოსები თვლიან, რომ ამ ქვეყანაში საკითხების გადაჭრა ნებისმიერი ფორმით შეუძლიათ, და მათ შორის არის სამხედრო გზა. მე რუსეთის ამგვარ მიდგომაზე პასუხს ჯერ ვერ ვხედავ”,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები