პოროშენკო – სააკაშვილსა და იაცენიუკს შორის პიროვნული კონფლიქტი არ არსებობს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკსა და ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს შორის პიროვნული კონფლიქტი არ არსებობს.
„ეს არის რეფორმების ტემპებით უკმაყოფილება, უკმაყოფილოები არიან ადამიანები, უკმაყოფილოა პრეზიდენტი და ამის შესახებ რადაში გამოსვლის დროს განვაცხადე. ამით უკმაყოფილოა პრემიერ-მინისტრი და ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც“,- განაცხადა პოროშენკომ.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ასეთი საკითხები საჯარო სიბრტყეში არ უნდა იყოს გამოტანილი. „თუ თქვენ მეკითხებით, იქნება თუ არა რეფორმები უფრო ეფექტური ამ თემებზე საჯარო დოსკუსიის პირობებში? მე ამაში სულაც არა ვარ დარწმუნებული“, – განაცხადა პოროშენკომ „უნიანთან“ ინტერვიუში.
ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ უკრაინის ერთ-ერთი ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტილებებს ოლიგარქების – რინატ ახმეტოვის და იგორ კოლომოისკის სასარგებლოდ იღებს. საპასუხოდ იაცენიუკმა სააკაშვილის ამ განცხადებებს „სიცრუე“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები