ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობა საქართველოს უნიკალურ ადგილმდებარეობას იყენებს, რომ ჩამოყალიბდეს, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომერციული კერა

„ეს მთავრობა საქართველოს უნიკალურ ადგილმდებარეობას იყენებს, რომ ჩამოყალიბდეს, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომერციული კერა, რომელიც აკავშირებს ევროპისა და აზიის ბაზრებს“,-ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე “ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა დასძინა, პირველ რიგში, მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის გაზრდას ცდილობს, რათა უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას მეტი ადამიანისთის უკეთესი ანაზღაურებით. „ჩვენ ვახდენთ ინვესტირებას მცირე ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში. ჩვენ ვაშენებთ უკეთეს გზებს, ხიდებს და პორტებს, რათა გადავზიდოთ ჩვენი საქონელი და სრული ინტეგრაცია მოვახდინოთ გლობალურ ეკონომიკაში.
ჩვენ, ასევე, ვზრუნავთ იმისათვის, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი ადგილი გახდეს უცხოური ინვესტიციებისათვის. მეორეც, ჩვენ უზრუნველვყოფთ სოციალურ კეთილდღეობას ჩვენი ხალხისათვის, განათლებასა და ჯანდაცვაში მეტი ინვესტიციებით.
განათლება ჩვენი ბავშვებისთვის ნათელი მომავლის გარანტიაა და ყველა იმსახურებს ჯანსაღ ცხოვრებას. და ბოლოს, ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის წმინდა სუვერენიტეტი. ჩვენ უნდა დავამყაროთ ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც დაეყრდნობა სიძლიერეს და პრაქტიკულ ურთიერთობას ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი, რუსეთთან”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები