შტეფან ფულე: მიგრაციის კრიზისი არის დიდი გამოწვევა
გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ყოფილი კომისარის შტეფან ფულეს განცხადებით, მიგრაციის კრიზისი დიდი გამოწვევაა. ფულე იმედოვნებს, რომ მიგრაციის კრიზისი ევროკავშირში საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებაზე არ იმოქმედებს. ამის შესახებ მან თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე “ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში ჟურნალისტებს განუცხადა.
“მიგრაციის კრიზისი არის დიდი გამოწვევა. დიდი იმედი მაქვს, მიგრაციის კრიზისი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ტელევიზორში, არ მოახდენს გავლენას იმ შესანიშნავ სამუშაოზე, რომელიც საქართველომ ჩაატარა და საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ იმოგზაურებენ”, – განაცხადა შტეფან ფულემ.