ირაკლი ღარიბაშვილი საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობას საფუძველს ჩაუყრის
ხვალ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს, რომლის საინვესტიციო მოცულობა 85 მლნ დოლარია.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მსოფლიოში ცნობილი და წარმატებული კომპანია ELBIT Systems – Cyclone საქართველოსთან თანამშრომლობას იწყებს.
მასშტაბურ საწარმოში, რომელიც საინვესტიციო ფონდის თანადაფინანსებით აშენდება, თვითმფრინავის ნაწილებს კომპოზიტური მასალისგან მსოფლიოში ცნობილი ELBIT Cyclone ბრენდის ქვეშ დაამზადებენ. საწარმოში 300-მდე ადამიანი დასაქმდება.