თამაზ მეჭიაური: ივანიშვილმა ერთ “ენჯეოელ სოროსელს” საქსოვი ჩხირები გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა (ვიდეო)
პრეზიდენტი ვეტოთი ნერვებს გვიშლის ჩვენც და მოსახლეობასაც, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მეჭიაურმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს “ენჯეოელი სოროსელი” უწოდა და დასძინა, რომ ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა იგი ვეტოთი აღჭურვა.
„ბიძინა ივანიშვილს იმაში დავადანაშაულებ, რომ მან ერთ „ენჯეოელ სოროსელს“, რომელსაც საქსოვი ჩხირები ეჭირა, ის ხელიდან გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა, რომლითაც ნერვებს გვიშლის ჩვენც და მოსახლეობასაც“, – განაცხადა მეჭიაურმა.
პარლამენტში “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.