გიორგი კვირიკაშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ რუსეთის არჩევაში განსაკუთრებულ რისკებს ვერ ხედავს

საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ რუსეთის არჩევაში განსაკუთრებულ რისკებს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ეს ჩვეულებრივი როტაციაა.
“მე არ მივანიჭებდი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამ მოვლენას. იქ რუსეთის გარდა არის კიდევ 14 ქვეყანა, 5 მუდმივი წევრი და 10 – დროებითი. ეს არის ერთთვიანი როტაცია. არ მაქვს მოლოდინი, რომ ამას დიდი ზეგავლენა ექნება ამა თუ იმ კუთხით, ამიტომ ნამდვილად არ მივანიჭებდი ამ მოვლენას დიდ მნიშვნელობას. ასეთი როტაცია ადრეც მომხდარა, მე ვერ ვხედავ ვერანაირ განსაკუთრებულ რისკებს ამაში, იმიტომ რომ მგონია, ეს არის ჩვეულებრივი როტაცია. რუსეთის გარდა გადაწყვეტილების მიღებაში იქ მონაწილეობს კიდევ 14 ქვეყანა, ამიტომ არა მგონია, 15 ქვეყნის პირობებში რაიმე განსაკუთრებულს უნდა ველოდეთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
რუსეთი როტაციის პრინციპით გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები