“მაქსიმალურად ვეცდები, წარმატებით განვახორციელო დაკისრებული უფლება-მოვალეობები”
მაქსიმალურად შევეცდები, წარმატებით განვახორციელო დაკისრებული უფლება-მოვალეობები, – აღნიშნული განცხადება ვიცე-მერობის კანდიდატმა, ლაშა აბაშიძემ დღევანდელი წარდგენისას გააკეთა.
“ჩემი მთავარი პრიორიტეტი იქნება იმ პროექტებისა და რეფორმების წარმატებით დასრულება, რომლებიც ინიცირებული იყო ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ. ასევე ახალი პროექტების და ახალი იდეების განხორციელება იქნება პრიორიტეტი, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის განვითარებას. დიდი მადლობა ბატონ მერს ამ ნდობისთვის და მაქსიმალურად ვეცდები, წარმატებით განვახორციელო დაკისრებული უფლება-მოვალეობები”, – განაცხადა აბაშიძემ.
ვაკის გამგებელი ლაშა აბაშიძე თბილისის ვიცე-მერად დავით ნარმანიამ წარადგინა. იგი ვიცე-მერის პოსტზე ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის შეცვლის.