“სასაცილოა ის ამბავი, რომ ადამიანთა ეს ჯგუფი კიდევ ბედავს და რაღაც საკითხებზე საუბრობს”

სასაცილო და საკვირველია, რეალურად ვინ თხოულობს რიგგარეშე არჩევნებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ხელისუფლების მისამართით გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.
რაც შეეხება გალის რაიონში ქართული ენის შევიწროების თემას, ვოლსკის განცხადებით, მსგავსი ფაქტები ხდება, თუმცა არა დიდი მასშტაბით.
„გალის რაიონში ქართული მოსახლეობის ყოველგვარი შევიწროება არის იმ დათესილი თესლის შედეგი, რომელიც მივიღეთ იმ მართლაც უტიფარი და არასწორი პოლიტიკიდან. რეალურად ახლა გვიკიჟინებენ, გავაკეთოთ რაღაც განცხადებები. თქვენს სასიამოვნოდ განცხადების გაკეთება და ისეთი პოზიციით გამოსვლა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი დაძაბულობის წერტილის გაჩენას, რეალურად მხოლოდ იმიტომ არის საჭირო, რომ მერე კიდევ გაამძაფრონ განცხადებები რიგგარეშე არჩევნების თაობაზე. სასაცილო და საკვირველია, რეალურად ვინ თხოულობს რიგგარეშე არჩევნებს. სასაცილოა ის ამბავი, რომ ადამიანთა ეს ჯგუფი კიდევ ბედავს და რაღაც საკითხებზე საუბრობს“, – მიმართა გიორგი ვოლსკიმ ოპონენტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები