ხიდაშელი კვირიკაშვილის განცხადებაზე: დიახ, ინვესტიცია მოსაზიდია, მათ შორის ევრაზიის კონტინენტიდან
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გიორგი კვირიკაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ინვესტიცია მოსაზიდია, მათ შორის ევრაზიის კონტინენტიდანაც.
„ნათელი იყო მისი განცხადება, დიახ, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარდა მსოფლიოში ბევრი რამ ხდება და ის, რომ ინვესტიცია მოსაზიდია, მათ შორის ევრაზიის კონტინენტიდან, ანუ მაგალითად ჩინეთიდან, არ მგონია, ვინმესთვის ეს ეჭვებს იწვევდეს. მარტივად უნდა შევხედოთ ყველაფერს, თუ არ ვართ განსაკუთრებული ეჭვიანობით დაავადებული, რა თქმა უნდა“,-აღნიშნა ხიდაშელმა.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა – „ამბასადორიალი -2015“ „ქორთიად მარიოტში“ მიმდინარეობს.
გიორგი კვირიკაშვილმა ევრაზიის კონტინენტთან დაკავშირებით განცხადება გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრად წარდგენისას გააკეთა.
“ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში, გარდა პროდასავლური მიმართულებისა. ეს არის აღმოსავლეთთან ურთიერთობები, ახალი მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ყველა ამ საინტერესო მოვლენის მაქსიმალური ტრანსფორმაცია მოხდეს საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.