“ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის პასუხი დამაჯერებელი არ არის”
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი დავით ბერძენიშვილი ტელეკომპანია “იმედზე” ორი თოქ-შოუს დახურვას გამოეხმაურა.
ბერძენიშვილისთვის ორი პოპულარული გადაცემის დახურვა მოულოდნელი აღმოჩნდა.
მისივე თქმით, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის პასუხი დამაჯერებელი არ არის.
“ახალი საინფორმაციო-პოლიტიკური სეზონის წინ ორი წამყვანი და პოპულარული გადაცემის დახურვა, არის მოულოდნელი. გაკვირვებული ვარ. რა თქმა უნდა, დამაჯერებელი არ არის ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის პასუხი და საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს მიზეზი, იმის მიუხედავად, რომ “იმედი” კერძო მფლობელობაშია. საერთოდ, მე მაინტერესებს როგორი იქნება ამ ამბავზე მფლობელების პოზიცია, როდესაც დაქირავებული მენეჯერები საუბრობენ მფლობელების ნაცვლად, არის ღიმილის მომგვრელი. ილაპარაკონ მფლობელებმა – “რუსთავი 2”-ზეც და “იმედზეც”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.