თინა ხიდაშელი საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად თამარ ხიდაშელის კანდიდატურის წარდგენას გამოეხმაურა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად თამარ ხიდაშელის კანდიდატურის წარდგენას გამოეხმაურა.
მინისტრის თქმით, საგარეჯო მიიღებს იმაზე გაცილებით ენერგიულ და აქტიურ დეპუტატს, ვიდრე მას ჰყავდა მიმდინარე წლის მაისამდე. ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ საგარეჯოელები იგივე არჩევანს გააკეთებენ “ქართული ოცნების” სასარგებლოდ.
“მე ვფიქრობ, რომ საგარეჯო მიიღებს იმაზე გაცილებით ენერგიულ და აქტიურ დეპუტატს, ვიდრე მას ჰყავდა მიმდინარე წლის მაისამდე, სანამ მე წარმოვადგენდი ამ ოლქს. თამუნა იყო ერთ-ერთი საუკეთესო, ყველაზე აქტიური და მებრძოლი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. მას შემდეგაც მან თავისი საქმიანობა გააგრძელა საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების მიმართულებით და უამრავ პროექტში მონაწილეობდა. დღეს მუშაობს სახალხო დამცველის ოფისში და, ჩემი აზრით, ეს ის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, რომელიც მას წაადგება. ეჭვი არ მეპარება, რომ საგარეჯოელები იგივე არჩევანს გააკეთებენ “ქართული ოცნების” სასარგებლოდ და ყველა იმ შესაძლებლობას გამოიყენებენ, რასაც მათ საქართველოს ხელისუფლება სთავაზობს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.