შსს-მ 46 აბი „სუბოტექსი“ ამოიღო

  შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის პირველი მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ზვიად კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზვიად კ. იმ დროს დააკავეს, როცა ის ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მანქანით გადაადგილდებოდა. დაკავებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას 46 აბი და 4 ნატეხი „სუბოტექსი“ ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული აბები 0,3988 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ზვიად კ-მ თურქეთში უკანონოდ შეიძინა და 10 მარტს საქართველოში შემოიტანა.
ბრალდებული აღიარებს დანაშაულს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები